მანქანის გაქირავება ტაქსზე
თუ გყავს მანქანა ან აპირებ მის შეძენას, ჩვენ გთავაზობთ მისი გაქირავებით მიიღოთ სოლიდური შემოსავალი - თქვენი ჩართულობა საჭირო არ იქნება
რას ნიშნავს?
არსებობს მანქანის დღიური გაქირავება და ხანგრძლივი დროით გაქირავება. ჩვენ გთავაზობთ ავტომობილის ტაქსზე გაქირავებას რაც მეტად სტაბილური არის, თქვენი ავტომობილი სრულად დაკავებული იქნება წლის მანძილზე, განსხვავებით დღიური გაქირავებისგან სადაც საშუალოდ მხოლოდ თორმეტი დღე ქირავდება მანქანა.
რამდენად მომგებიანია?
ჩვენი დახმარებით, თქვენ მიიღებთ ყოველ კვირეულ შემოსავალს. მანქანის გაქირავების ფასი მერყეობს დღეში 35 ლარიდან 70 ლარამდე. არსებული მონაცემი იცვლება ბაზარზე არსებული სიტუაციის მიხედვით. საბოლოო გასაქირავებელ ფასს ადგენს მეპატრონე, მენეჯერთან კონსულტაციის შემდგომ.
გამოთვალე შემოსავალი
საბოლოო ფასის დასადასტურებლად საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია მენეჯერთან. ფასი მოცემული არის ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით
რა რისკებია?
ავტომობილის გაქირავება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, როგორიც არის ავტოსაგზაო შემთხვევები, ამიტომ ნებისმიერი მანქანა ჩვენთან მიღებამდე უნდა იყოს დაზღვეული კომერციული "ტაქსის" დაზღვევით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სადაზღვეო კომპანიაში
ჩვენი უპირატესობა
ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე არსებობენ ჩვენი კონკურენტებიც ვინც საქმიანობას ეწევიან რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობით. მათგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი კონტროლის მექანიზმები და მძღოლების ბაზა რომელიც გვეხმარება თქვენი ავტომობილი მუდმივად გაქირავებული იყოს.
საინტერესო სტატისტიკა
მძღოლის შერჩევა
პროფესიონალი მძღოლის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესა, მძღოლი ფასდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კომუნიკაცია, გამოცდილება და სტაბილურობა. თითოეული მძღოლი გადის Bolt-ის მიერ შემქნილ ტრენინგს რის შემდეგაც მათ ჩვენი მენეჯერები ეხმარებიან პროცესის გაუმჯობესებაში
ყოველ დღე გაქირავდება?
ყოველდღიურად ოცამდე მძღოლის შერჩევა ხდება ვისაც აქვს უფლება არსებული მანქანიდან აირჩიოს ერთი. ჩვენი მიზანი არის გვყავდეს სრულად გამართული და მოვლილი ავტომობილები რაც იმის გარანტია რომ თქვენი ავტომობილი ყოველთვის გაქირავებული იქნება. ამ კრიტერიუმის შენარჩუნებაში ჩვენი მენეჯერები დაგეხმარებიან.
კონტრაქტის შეწყვეტა
მეპატრონეს შეუძლია ჩვენთან კონტრაქტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს, ამისთვის საჭირო არის მენეჯერთან კომუნიკაციის გაკეთება, შემდგომ დაიგეგმება მუშაობის დასრულების თარიღი.
მანქანას ვინ აკეთებს?
ავტომობილის ცვეთის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე, რადგან მანქანა გაქირავების პერიოდში არის თქვენს მფლობელობაში. ჩვენი სერვის ცენტრი და ავტო ასისტენტი მუდმივად ცდილობენ დაზოგონ თქვენი ხარჯი.