top of page
ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ მოცემული არის ყველაზე ხშირად მიღებულ კითხვებზე პასუხი, იმ შემტხვევაში თუ სასურველ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებთ, დაგვიკავშირდით.
-
მანქანას ვაქირავებ ჩემით, თქვენ როგორ დამეხმარებით?ავტომობილის ტაქსზე გაქირავება მოიცავს მის კონტროლს, თანხის მიღებას და მძღოლის მუდმივ ძიებაში ყოფნას, ბევრი მეპატრონე აწყდება იმ პრობლემას, რომ მათი მანქანა რამდენიმე თვის შემდეგ აღარ გამოდგება სამუშაოდ რადგან არც ერთი მძღოლი არ უვლის მას. ჩვენთი დახმარებით თქვენ მიიღებთ: 1. ავტომობილის ყოველდღიური კონტროლი GPS სისტემით 2. ავტომობილს ეკრძალება ქალაქიდან გასვლა, მენეჯერის თანხმობის გარეშე 3. ავტო ასისტენტი ამოწმეს თქვენს მანქანას კვირაში ერთხელ და ადარებს გაქირავებამდე მდგომარეობას 4. ჩვენი გუნდი ყოველი კვირის დასაწყისში გირიცხავთ მანქანის ქირას, არ გიწევთ მძღოლისთვის ხვეწნა 5. ჩვენ გუნდი უზრუნველყოფს მანქანაზე დარიცხული ყველა ჯარიმის განულებას ყოველი კვირის დასაწყისში
-
ცვეთის ხარჯს ვინ ანაზღაურებს?ვინაიდან მანქანა თქვენს მფლობელობაში რჩება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ის გაყიდოთ, ცვეთის ხარჯს ანაზღაურებს მეპატრონე რომლის დათვლაშიც მოგეხმარებათ თქვენი მენეჯერი. თბილისის ავტოპარკი გთავაზობთ ავტო ასისტენტის მომსახურეობას რომელიც თავად წაიყვანს ავტომობილს სერვის ცენტრში და ჩაუტარებს შესაბამის სერვისს თქვენი დასტურის შემდეგ. მეპატრონე არ არის შეზღუდული, რომ ავტომობილი გააკეთოს საკუთარ სერვის ცენტრში.
-
ვინ აზღვევს ავტომობილს? მეპატრონე თუ კომპანია?ავტომობილის დაზღვევა ხდება იმ ადამიანის მიერ ვის მფლობელობაშიც არის ავტომანქანა. ჩვენთან თანამშრომლობისთვის აუცილებელი წინაპირობა არის მანქანის დაზღვევა კომერციული ტაქსის ტიპის დაზღვევით. ჩვენს მენეჯერს შეუძლია დაგაკავშიროთ პარტნიორ სადაზღვეო კომპანიებთან თუმცა თქვენ გაქვთ თავისუფლება ავტომობილი დააზღვიოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებმისიერ კომპანიაში.
-
რამდენი დღე იქნება მანქანა გაქირავებული?ავტომობილი გაქირავებული იქნება ხანგრძლივი პერიოდით, იქამდე სანამ მას შეუძლია დააკმაყოფილოს კომპანიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები. იმ შემთხვევაში თუ არსებული მძღოლი დააპირებს სამსახურიდან წასვლას, კომპანია იღებს გონივრულ ვადას სამი დღის სახით რომ იპოვოს მისი შემცვლელი. წლის მანძილზე მოსალოდნელი არის რომ ავტომობილზე შეიცვლება მძღოლები.
-
იმ შემთხვევაში თუ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა?ზარალის ანაზღაურება ხდება სადაზღვეო კომპანიის მიერ, ჩვენ კი ვახდენთ მათთან კომუნიკაციას
-
გარანტია რომ ფული ჩამერიცხება?როგორც უკვე იცით, ჩვენი კომპანია არის Bolt-ის ოფიციალური ავტოპარკი საქართველოში, ნებისმიერი შემოსავალი რომელსაც მძღოლი გამოიმუშავებს, ფიქსირდება ჩვენს სისტემაში ხოლო ყოველ კვირას ჩვენ ვახორციელებთ ქირის ფულის გადახდას და შემდგომ მძღოლის ხელფასის გადახდას.
-
მანქანაზე ირიცხება ჯარიმები, ვინ გადაიხდის?ყოველ კვირას ჩვენი მენეჯერები ამოწმებენ თითოეულ მანქანაზე დარიცხულ ჯარიმას, შედეგად ყოველ ორშაბათს, მანქანაზე დარიცხული ნებისმიერი ჯარიმა ნულდება.
bottom of page